გესაჭიროებათ უფასო კონსულტაცია ?
შეავსეთ ფორმულარი
100% ჩარიცხვის ჩარიცხვის გარანტია

Vote




ბაჩო გოგრიჭიანი

ხმების რაოდენობა: 614


ვითვალიწინებ რა იმ ვალდებულებებს , რომელიბიც ეკისრება ზოგადად სტუდენტს, ვაცნობიერებ ,ევროპაში სწავლის ასე ვთქვათ სირთულეებს და გთავაზობთ ამ კონკურსში ჩემ კანდიდატურას.
წარმოგიდგენთ ჩემი პროფესიული უნარ–ჩვევების შესახებ მოკლე ინფორმაციას
• ტელეკომპანია „რუსთავი2“– კურიერის ჟურნალსიტი, სადაც შევიძინე გუნდური მუშაობის უნარ–ჩვევები, მცირე საპროდუსერო გამოცდილება.
• „საქართველოს უნივერსიტეტი“ –მარკეტინგის პროგრამა, პიარ დეპარტამენტი, სადაც შევიძინე ადამიენბთან ურთიერთობის და ფორსმაჟორულ სიუტაციებში მუშაობის გამოცდილება.
• საინფორმაციო სააგენტო „GHN.GE” და „შენი მედია გუნდი“
• ტელეკომპანია „ტვ8“– ჟურნალისტის პოზიცია.
მინდა გამოვხატო ჩემი დაინტერესება თქვენ მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, ჩემი შემდგომში კარიერული განვითარებისათვის, შესაძლებბლობა, რომ ვისწავლო ევროპაში და იქ მიღებული განათლება, შემდგომსი მოვახმარო ჩემ ქვეყანას. ვარ აფხაზეთიდან დევნილი, არასდროს მსგავსი სახის კონკურსებში მონაწილეობა არ მიმიღია. ვთვლი, რომ ეს არის ერთგვარი გამოწვევა და მსურს, მივცე საკუთარ თავს იმის საშუალება, რომ მომეცეს მცირედი, მაგრამ -შანსი ევროპაში სწავლის.
ამ კონკურსით დაინტერესება ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის და რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ვფიქრობ,ევროპაში სწავლის შედეგად მიღებული გამოცდილება,დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში, საკუთარი შესაძლებლობლობების უკეთ რეალიზებაში. გარდა ამისა, საშუალებას მომცემს , საკუთარი თავი გამოვცადო , ახალ ,ჩემთვის უცხო გარემოში, ვიყო მეტად დამოუკიდებელი. იმედი მაქვს,ჩემი კანდიდატურით დაინტერედებით, ამ კონკურში გამარჯვება, და შანსი ევროპაში სწავლის, შემდგომ იქ გამგზავრება, ვფიქრობ, დამეხმარება, უნარ-ჩვევების მეტად ამაღლებაში. ჩემი მიზანია, მივიღო ევროპული განათლება, ვისწავლო მაგისტრატურაზე, მეტად ავიმაღლო ჩემ სფეროში განათლება, ვიყო კონკურენტუნარიანი და შემდეგმ ევროპაში მიღებული, დაგროვილი ცოდნა, მოვახმარო ჩემ ქვეყანას, ჩემი პროფესიის კუთხით.
ჩემი გეგმა :
1. სწავლა ევროპაში
2. პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება
ჩემი მისია : იყო , არის და იქნება, ქართული სატელევიზიო ბაზრის განვითარებაში წვლილის განვითარებაში შეტანა. სწორედ ამიტომ, დიდი სურვილი მაქვს, სწავლა გავაგრძელო ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფაკულტეტი-"პუბლიცისტიკა და კომუნიკაციური მეცნიერებები",. ეს, ზუსტად ის განხრაა , რომელიც მე მომცეს შესაძლებლობას განვითარდე და ჩამოვყალიბდე პროფესინალ ადამიანად და ეს ყველაფერი მოვახმარო ზემოთ ხსენებულ საქმეს.
„ქართული სატელევიზო ბაზრის განვითარებას“.

შახი შურღაია

ხმების რაოდენობა: 870

უამრავი სასიყვარულო წერილის შემდეგ, რომლებსაც უმისამართოდ და სხვისი სახელით ვგზავნიდი, მიწევს ბოლო საფოსტო მტრედის ამარად დარჩენილს გავაფრინო "მისიე პირანდელო" ცხრა მთას იქით ვენაში.მე, შახი შურღაია ვადასტურებ ჩემს მზაობას ვიყო ერთადერთი ქართველი, რომელსაც მიეცემა საშუალება განაგრძოს სწავლა ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე "შენი ევროპული გზისა" და საზოგადოების მხარდაჭერით, იმ მიზნით რისიც ყოველთვის მჯეროდა- შენი, ჩემი და ჩვენი ევროპული გზა სწორედ ის გზაა, რომელიც წარმატებისკენ მიგვიყვანს. ნათქვამია: ყველა გზა რომში მიდისო, თუმცა ჩემს შემთხვევაში გზა აკავშირებს ჩემს წარსულს მომავალთან, მიუხედავად არც თუ ისე „მსუბუქი“ წარსულისა, მომავლის გზა მიორმაგებს განცდებს და მოლოდინს, მომავალი სირთულეებისა და ახალი გამოწვევებისადმი, რომელიც ჩემთვის განვითარებასთან ასოცირდება, რაც როგორც პროფესიონალისათვის, ასევე ინდივიდისათვის, რომელიც მუდმივად ეძებს სიახლეებს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. დიახ, მე არ ვარ სრულყოფილი! და აბსოლუტურად მაქვს გააზრებული არა მხოლოდ საკუთარი ძლიერი მხარეები, არამედ, პირველ რიგში ისიც, რაც არასოდეს გამომივა, ან უბრალოდ ჯერ არ მიცდია. მჯერა, ოდესმე შევძლებ განვვითარდე ისე, რომ საკუთარ სისუსტეებსაც კი აღარ აღვიქვამდე დაბრკოლებად. დიახ, მსურს ვიყო უკეთესი და მჯერა ასეც იქნება. ვცდილობ, ობიექტურად შევაფასო საკუთარი სურვილები და მისი თანხვედრა შესაძლებლობებთან. ხშირ შემთხვევაში ყველას ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როდესაც ცხოვრება არ გვაძლევს საშუალებას , რომ ჩვენი წარმატება მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე, შრომისმოყვარეობაზე ან სხვადასხვა ნიჭზე იყოს დამოკიდებული, და სწორედ ეს დროც დადგა! „ჩემმა ევროპულმა გზა“-მ გადაწყვიტა სტუდენტი სტუდენტთა შორის წაახალისოს და დიდი წვლილი შეიტანოს მის მომავალსა და განვითარებაში. ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს-განვითარება, ახალი შესაძლებლობების გაჩენა. განვითარება და სიახლეები მხოლოდ ახალ სისხლს შეუძლია ქვეყანას შესძინოს: ძლიერ, განათლებულ, დამოუკიდებელ, მოტივაციითა და პრინციპულობით სავსე ახალგაზრდობას. დღეს, როდესაც საზოგადოებაში უფრო მარტივია იურისიტის მოძებნა, ვიდრე სამართლის, ალბათ მართლაც ბევრი რამ არის შესაცვლელი, იურისპუდენცია, ხშირ შემთხვევაში, არის ერთადერთ ხერხი გახდე სამართლის ზეიმის თანამონაწილე. ამისათვის კი მე შანსს ვითხოვ თქვენგან. რაც შეეხება ჩემს ერთადერთ საფოსტო მტრედსა და წერილს, აქ უკვე სიტუაცია იცვლება ისე, როგორც დაღმართს მოსდევს აღმართი და უმისამართო, სხვისი სახელით გაგზავნილ სასიყვარულო წერილებს საკუთარი სახელით გაგზავნილი "მისიე პირანდელო", რომლის ერთადერთ იმედად ქცეულს ავსტრიაში შევხვდები!

ნანა მუსხელიშვილი

ხმების რაოდენობა: 387


მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ მაქვს შანსი სწავლა გავაგრძელო ისეთ ფუნდამენტურ და ხანდაზმულ უნივერსიტეტში, როგორიც არის ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შევეცდები გაგაცნოთ ჩემი პროფესიული გამოცდილება და უნარ-ჩვევები.
დავამთავრე ვ.ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა კლასიკის მიმართულებით, ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოს განხრით, აქტიურად ვეუფლები ფრანგულ ენას, ა. დიუმას სახელობის ფრანგული ენის ინსტიტუტში, დღესდღეობით ვსწავლობ I კურსზე კავკასიის უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე, ვფლობ რამდენიმე უცხო ენას.
ზოგადად, ვარ აქტიური, პრინციპული, კრეატიული, მეგობრული, კომუნიკაბელური ადამიანი.
გაგაცნობთ იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც შემძინა მიღებულმა ცოდნამ:საბალეტო სკოლამ გამაცნო კლასიკური ხელოვნება , მასწავლა თავის წარმოჩენის უნარი, პუბლიკასთან ურთიერთობა , მიმაჩვია მკაცრ დისციპლინას, პუნქტუალურობას, გამომიმუშავა მოთმინების უნარი, სტერესული სიტუაციების მართვა, გამოსავლის მოძებნის ოპტიმალური უნარი, კონკურენტების მიმართ ობიექტური დამოკიდებულება, მასწავლა თავდაუზოგავი შრომა , გუნდური მუშაობა და კოლეგების პატივისცემა. მუსიკალურმა განათლებამ ვიოლინოს განხრით კიდევ უფრო მეტად გამიღრმავა ინტერესი კლასიკური ხელოვნებისა და კლასიკოსი კომპოზიტორების ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიმართ. დამიხვეწა გემოვნება ხელოვნების ყველა დარგში. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ამ დარგებს კვლავ ვეუფლები , სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე სოციოლოგიის ფაკულტეტზე.
მიმაჩნია, რომ ავსტრიაში მიღებული განათლება მომცემს სრულყოფილ ცოდნას ჩემს პროფესიაში , რადგანავსტრია არის ლიბერალური, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც სახელმწიფო მთლიანად მოწოდებულია ხალხის ინტერსების დაცვისკენ.ჩემი , როგორც მომავალი სოციოლოგის მისიაა, ვიყო ხალხის სამსახურში, გავუზირო ჩემი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას, აქტიურად ვიმუშაო განათლების ხარისხის ამაღლების და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით, რათა ყველა ნიჭიერმა ბავშვმა შეძლოს საკუთარი თავის რეალიზაცია დასრულფასოვანი განათლების მიღება, ხოლო ჩემი , როგორც ხელოვანის უდიდესი სურვილია- წარმოვაჩინო უნიკალური ქართული კულტურა უცხოურ გარემოში.

დიმიტრი გველესიანი

ხმების რაოდენობა: 4034

მინდა გამოვხატო ჩემი დაინტერესება ამ კონკურსისადმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი კარიერული წინსვლისთვის. მე დავიბადე საქართველოში ქ. რუსთავში 2010 წელს სკოლა. სკოლის დამთავრების შემდგომ იმავე წელს ჩავირიცხე ქ. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ ,,გორგასალში’’, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში ვეწეოდი აქტიურ სტუდენტურ შემოქმედებით ცხოვრებას. კერძოდ, სტუდენტურმა ჯგუფმა მივიღეთ მონაწილეობა პროექტში ქართულ-გერმანული სოფლის ,,ასურეთი’’ (ELIZABET TAL) მეურნეობის პროექტირებასა და განვითარებაში. 1918 წელს აღნიშნულ სოფელში მთლიანად ცხოვრობდნენ გერმანელი კოლონისტები, რომლებიც 1941 წელს გადაასახლეს რუსეთის იმპერატორის მიერ, შუა აზიის ქვეყნებში. მათ მიერ აშენებული იქნა ასურეთის ღვინის მარანი და აწარმოებდნენ იშვიათი ჯიშის ყურძნის ღვინის ,, SCHALA’’-ს. ახალგაზრდა ჯგუფმა, რომლებიც ვიყავით დაკომპლექტებული შემდეგი წევრებით: ორი არქიტექტორი, ღვინის სპეციალისტი (ასურეთის ღვინის მარნის მფლობელი), პროგრამისტი და მენეჯერ-პრეზენტატორი შევიმუშავეთ ასურეთის ღვინის მარნის და სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა. ამავდროულად ჩვენს განკარგულებაში იყო გერმანული ტიპის რესტორანი ,, შანტრაუბე შალა’’, რომელშიც ხდებოდა სოფელში წარმოებული ღვინის დეგუსტაცია და რეალიზაცია.2013 წელს პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩავაბარე ქ. თბილისის კოლეჯ ,,იკაროსში’’ , სპეციალობით სასტუმროს საქმის მწარმოებელი. კოლეჯში მიღებული ცოდნით და გუნდის წევრების დახმარებით შარდენზე დავაპროექტეთ 17 ოთახიანი და 3 ვარსკვლავიანი ტიპის სასტუმრო. ფინანსური თანხების არ არსებობის გამო გუნდის წევრები ვმუშაობდით საკუთარი შესაძლებლობებით პროექტის განვითარებაზე. 2014 წელს ვიყავით ტურიზმის გეო-ინფორმაციულ ცენტრში აქტიური მონაწილე. ჩემი მთავარი მიზანია ჩავაბარო ,,ვენის სახელმწიფო’’ უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე, რათა საშუალება მომეცეს გავხდე უფრო კვალიფიცირებული და პროდუქტიული ჩემს საქმეში, ვიყო კარგმა ბიზნეს-ანალიტიკოსი და გუნდის წევრებთან ერთად აღნიშნული პროექტი სისრულეში მოვიყვანო, რაც ხელს შეუწყობს არამარტო აღნიშნული რეგიონის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და მისი ცნობადობის ამაღლებას. რაც აუცილებელია ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვისა და სხვა წარმატებული პროექტების განხორციელებისთვის.

დოდოშკა ლომთაძე

ხმების რაოდენობა: 261

გამარჯობა! მოხარული ვარ,რომ მომეცა კონკურსში მონაწილეობის და დასახული მიზნის მიღწევისშესაძლებლობა.პროფესიით ვარ იურისტი, დავამთავრე ქ.თბილისის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი). ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ საშუალება მაქვს დავეხმარო ადამიანებს,მათ ვინც ფიქრობს,რომ უსამართლობის მსხვერპლია. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ,რომ არსებულ პრობლემებთან გამკლავება ძალიან რთულია,შეუძლებელადაც კი გვეჩვენება. უმეტესობას ჰგონია,რომ კანონი არ არის უპირველესი, რაც გეხმარება და გიცავს.მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს,შევცვალო ეს შეხედულება და ჩემი მიღებული ცოდნით დავანახო ადამიანებს, რომ ისინი არ არიან მარტო, მათ ააქვთ სამართლიანი სამართლის მთელი რიგი სისტემა, რომელიც ყოველთვის მზადაა გამოგიწოდოს დახმარების ხელი. მე როგორც იურისტი, ვარ სწორედ ის პიროვნება,რომელიც საუბრობს კანონის ენაზე და ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის აუცილებელია ვიყო დაცული, მქონდეს იმედი სამართლიანობის.ამ საქმიანობის განხორციელება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და დიდ შრომასთან არის დაკავშირებული.სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წამოვსულიყავი გერმანიაში,რათა ჩემი ცოდნა–გამოცდილება გამხდარიყო გაცილებით ხარისხიანი. დიდი სურვილი მაქვს ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების ფარგლებში დავეუფლო ჩემი პროფესიის საფუძვლიან შესწავლას.გაცილებით უკეთ და ზუსტად ვიცოდე ის სფერო, რომლითაც ვაპირებ დავეხმარო ადამიანებს და დავუბრუნო რწმენა. ვფიქრობ, ვენის უნივერსიტეტი ძალიან კარგი საშუალებაა მიზნის მისაღწევად, დიდი სურვილი მაქვს კიდევ უფრო უკეთ ვიცოდე ის საშუალებები, რომლითც შევძლებ ვებრძოლო უსამართლობას და აღვადგინო სამართლიანობა, გავაბედნიერო ადამიანი და დავანახო სიკეთე, რომელიც გადამდებია და შემდგომში სხვას გაუწვდის დახმარების ხელს. მინდა ჩემი ცოდნა მაძლევდეს საშუალებას, ნებისმიერ სიტუაციაში ვიყო კომპეტენტური და ლოიალური.ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მიღება და შემდგომ დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების ჩემს სამშობლოში გამოყენება.სწორედ იმ საზოგადოების სასიკეთოდ, რომლის წევრიც ვარ, სადაც ძალიან ხშირად მინახავს დაჩაგრული ადამიანები და ხშირად მსმენია, რომ უსამართლოდ მოექცნენ.მინახავს ძალიან ბევრი ადამიანი,როელსაც არსებულ პრობლემებთან გამკლავება უჭირს, რადგან არ აქვს საკმარისი ცოდნა და არ აქვს საშუალება მიმართოს იურისტს. მოგეხსენებათ, ეს სფერო განსაკუთრებული სპეციფიკით ხასიათდება და აუცილებლად მოითხოვს ზუსტ ცოდნას.აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ,რომ ჩემი მიღებული ცოდნა,მოემსახურება ხალხს, ამისთვის პირველ რიგში აუცილებელია მქონდეს შესაფერისი განათლება,სწორედ ეს არის ჩემი აქ ყოფნის მიზანი. მინდა ვიყო შემდგარი, ძლიერი იურისტი,რომელსაც ყოველთვის ექნება ძალა მოერიოს უსამართლობას,რისთვისაც აუცილებელია ჩემი განათლების ხარისხი.ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დასახული მიზნის განხორციელებაში დამეხმარებით და ჩემთან ერთად თქვენც შეიტანთ წვლილს ხარისხიანი, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რომელიც უპირველესად სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება.ჩემი მისია, როგორც პიროვნების არის ის,რომ ქართულ იურისპრუდენციაში შევიტანო საკუთარი წვლილი,შევქმნა ნაშრომები,დავეხმარო ადამიანებს,ვიბრძოლო სამართლიანობისთვი,ჩემ მიერ ევროპაში მიღებული ცოდნის საფიძველზე შევიმუშავო ახალი პროექტები,რომელიც ქვეყანას წინსვლაში დაეხმარება,რომ იყოს ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული და აბსოლუტურად იყოს დაცული ადამიანის უფლება–თავისუფლება.

ლაშა ცენტერაძე

ხმების რაოდენობა: 1227

„ჩვენ ვერ შევძლებთ წერტილების შეერთებას მომავალში ყურებისას. ეს შესაძლებელია მხოლოდ წარსულთან მიმართებით გავაკეთოთ. ამიტომ უნდა გვჯეროდეს, რომ ამ წერტილებს მომავალში ჩვენი ძალისხმევით შევაერთებთ „ – სტივ ჯობსი უნდა გვჯეროდეს, რწმენა უნდა გაგვაჩნდეს, რომ ჩვენი სურვილები, ოცნებები, ჩვენი დიდი შრომის შედეგად მომავალში ასრულდება. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ცხოვრება, ერთი გასროლა, მაგრამ ეს სავსებით საკმარისია წარმატების მისაღწევად, თუ თავს არ დავზოგავთ და გამარჯვების მისაღწევად ყველაფერს ვიღონებთ და ბერ რამეს დავთმობთ. მე ვარ ---------, მიყვარს ფიზიკური ვარჯიში, ცურვა, წიგნების კითხვა, მუსიკა, უცხო ენების შესწავლა, მეგობრებთან დროს გატარება...……2011 წელს დავამთავრე სკოლა. 2015 წელს კი - საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ამჟამად აუფაირ-ის,, პროგრამით ვიმყოფები გერმანიაში. აქ ჩამოვედი, რომ ვეზიარო განსხვავებულ კულტურას, გავიცნო ახალი მეგობრები, გერმანული ენა გავაუმჯობესო და შევძლო ფილოსოფოსების ენაზე თავისუფლად საუბარი და მსჯელობა. მთავარი მიზანი კი, გერმანულენოვან უნივერსიტეტში, ფიტნესის ფაკულტეტზე სწავლაა. ზოგადად, სპორტი ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით ბოდიბილდინგი და შერეული ორთაბრძოლები. ამჟამად ბოდიბილდინგზე ვვარჯიშობ და მსურს სპორტის ამ სახეობაში უმაღლესს მწვერვალებს მივაღწიო. უმაღლესი მწვერვალი კი Mr.Olympia -ზე მოხვედრა და წარმატებით ასპარეზობაა. მინდა ერთ-ერთი პირველი ქართველი ვიყო, ვინც ამ ტურნირზე მოხვდება და საქართველოს ასახელებს.რატომ მინდა ვენის უნივერსიტეტში მოხვედრა? მსურს ევროპული განათლება მივიღო, ფიტნესის სფეროს ცოდნა გავიღრმავო, შევიძინო კონტაქტები, მქონდეს მუშაობის უფლება, მოვახდინო უფრო მეტი რესურსის აკუმულირება სააზპარეზო ფორმაში მოსვლისათვის.რატომ უნდა დამეხმაროთ?
ამჟამად ფინანსურად მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული და დაფინანსების გარეშე ჩემი ვენის უნივერსიტეტში მოხვედრა ძალიან გაიწელება. ასე რომ, თქვენი დახმარების წყალობით, მინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყო ვენის უნივერსიტეტში სწავლა.მიუხედავად იმისა, თუ რას მივიღებ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიზანდასახულობა, რწმენა და პოზიტიური განწყობა შედეგს გამოიღებს. შრომით, მონდომებით წარმატების მიღწევა სავსებით რეალურია, მიუხედავად იმისა, სამყაროს რომელი კუთხიდან მოდიხარ. მადლობა, რომ გვაძლევთ წინსვლის შანს და იმედს.

ლერი გაბაიძე

ხმების რაოდენობა: 3522


მოგესალმებით! მე გახლავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ჩემი ერთ-ერთი მიზანი და უდიდესი სურვილთაგანია ვისწავლო საზღვარგარეთ. განსაკუთრებით კი მსურს ევროპული განათლება მივიღო, რადგან ევროპა ის კონტინენტია, რომელმაც შეძლო მთლიანი მსოფლიოს ინტელექტუალური მონაპოვარი ერთად მოეყარა და დაენერგა საკუთარ სოციუმებში. ევროპული ცივილიზაციაც ამ მონაპოვრების ჰარმონიულ შერწყმას ჰქვია. ევროპული განათლება კი ასოცირდება ხარისხიან, ფუნდამენტურ, თანამედროვე სწავლის პროცესთან. ცნობილია, რომ ევროპაში არსებობს უამრავი ლიდერი უნივერსიტეტი, რომლებიც საუკეთესოდ უზრუნველყოფენ განათლების მიღებას. ავსტრიაში ლიდერი უნივერსიტეტებია ვენის და ინსბრუკის უნივერსიტეტები, რომლებიც ჩემს სამიზნე უმაღლესი განათლების პროვაიდერებს წარმოადგენს.
ჩემი უპირველესი მიზანი, რა თქმა უნდა პიროვნული და პროფესიული უნარების ზრდა გახლავთ, რომლის დახმარებითაც ადამიანის წარმატება მაქსიმუმამდეა აყვანილი. მსურს საკუთარი რესურსები შესაძლებლობის ფარგლების მიღმაც კი გამოვიყენო, შევისწავლო ევროპული პრატიკა და სტატუს ქვო, მივიღო და გავიზიარო ევროპული მეთოდები სწავლასთან დაკავშირებით, რაც დამეხმარება პიროვნულ ზრდაში და შემდგომში კარიერულ წინსვლაში. ასეთი წინსვლით კი შევეცდები საჯარო, საერთო საქმეშიც შევიტანო წვლილი, შევძლო საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზება. მაქვს თეორიული და პრაქტიკული მასალის შეთვისების სწრაფი უნარი, ინტერპერსონალური კომუნიკაციის კარგი მიდგომა, ვარ პოზიტიური და ყოველთვის სწავლისადმი ენთუზიაზმით განწყობილი. როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, ვარ დაუზარელი და შრომისმოყვარე. საკუთარი თავი იმიტომ წარმომიდგენია რჩეულ სტუდენტად, რომ ჩემი მონდომებითა და შრომით ვცდილობ მაქსიმალური შედეგი ვაჩვენო ყოველთვის და ყველგან. ვარ საკმაოდ აქტიური. ვესწრები სხვადასხვა ტრენინგს ჩემს პროფესიულ პროფილში, ვმონაწილეობ სტაჟირებებში და ორგანიზებას ვუწევ სხვადასხვა პროექტს. სტაჟირება გავიარე ფინანსთა სამინისტროში და საქართველოს პარლამენტში. წელს ვამთავრებ ილიას უნივერსიტეტს ფინანსების განხრით და მსურს მაგისტრატურის გაგრძელება საზღვარგარეთ. ინგლისურ (B1) და რუსულ (B1) ენას ვფლობ საკმარისად კარგ დონეზე. ერთი წლის წინ დავიწყე ინტენსიურად გერმანული ენის შესწავლა და რამდენიმე დღეში მივიღებ გოეთეს (A1) სერთიფიკატსაც. მოცემული კონკურსის შესახებ არც თუ დიდი ხნის წინ შევიტყვე. დავინახე პროექტის შინაარსის უნიკალურობა და ჩემი ინტერესების კვეთა პროექტის მიზნებთან. შესაბამისად, სურვილი გამიჩნდა მიმეღო მონაწილეობა და გამეგრძელებინა სწავლა ავსტრიაში ამ პროექტის მეშვეობით. ამ ყველაფერიდან გამომდინარე კი მიმაჩნია, რომ წარდგენილი კონკურსი ჩემთვის იქნება გზა წარმატებისკენ და წინსვლისკენ. მისია ყველა ადამიანს აკისრია რაღაც მისია, მთავარია ვაცნობიერებდეთ ამ მისიის არსს. მე გავაცნობიერე ჩემი მისია. ჩემი მისიაა საკუთარი ძალისხმევითა და შრომით მივაღწიო პიროვნულ და კარიერულ ზრდას. ხოლო ეს უკანასკნელი მოვახმარო ჩემს ოჯახსა და ქვეყანას. ეს ყველაფერი კი სწავლის გარეშე შეუძლებელია.

მზია ხოზრევანიძე

ხმების რაოდენობა: 237

გამარჯობა! მე ამ პროექტის შესახებ გავიგე ინტერნეტის საშუალებით. საზღვარგარეთ განათლების მიღება გარდა იმისა, რომ ჩემი სურვილიც არის, ასევე ვეცდები ავხსნა თუ რატომ მეკუთვნის მე მსგავსი პრივილეგიით სარგებლობა და რა იქნება ჩემი სამომავლო მიზანი.ვფიქრობ ჩემი სოციალური უნარ ჩვევები და პიროვნული თვისებები ამ პროექტის შესაფერისია, მიმაჩნია, რომ სწავლის ეტაპი, რომელზეც მე ახლა ვარ ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მივიღო სწორი ინფორმაცია, კარგი განათლება და დიდი გამოცდილება. ვფიქრობ დამწყებისთვის, რომელსაც ჯერ გამოცდილება არ აქვს დაგროვილი კარგი შესაძლებლობაა მიიღოს მონაწილეობა ასეთ პროექტში. განვითარდეს, ისწავლოს, დააგროვოს გამოცდილება და შემდგომში სხვა დამწყებს დაეხმაროს განათლების მიღებაში,(ტრენინგებით, ლექციებით, სხვადასხვა აქტივობებით) ამ ყველაფერს მართლაც სჭირდება გარკვეული უნარ ჩვევები, რომელსაც ვფიქრობ, რომ ვაკმაყოფილებ, ესენია: კომუნიკაციის უნარი, ინფორმაციის სწრაფად ათვისების და გადმოცემის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა.ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩემი მოტივაცია, რომელიც ვფიქრობ საკმარისად მაქვს და ძალიან მინდა მივაღწიო მაქსიმუმს ჩემს პროფესიაში. თქვენი პროექტი კი დამეხმარება ჩემი მოტივაციის გარკვეულ ეტაპზე დაკმაყოფილებაში. იმედია თავის ქებად არ ჩამითვლით, მაგრამ ვთვლი, რომ საკმარისად მონდომებული ვარ, რომ ჩემი კარიერული რეალიზება მოვახდინო, ვფიქრობ კარგი იქნება თუ თქვენი პროექტი მომცემს შესაძლებლობას სწავლის საზღვარ გარეთ გაგრძელების, რაც დამეხმარება მე შევისწავლო ავსტრიის მიდგომები ფსიქოლოგიის მიმართ, შევძლებ იქ შეძენილი თვისებების რეალიზებას საკუთარ თავში და შევეცდები, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ პროფესიის განთვითარების გზაზე რამდენიმე ნაბიჯი მეც გადავდგა. ჩემი სამომავლო მიზნებიც უმეტესწილად პროფესიულ წინსვლასთან არის დაკავშირებული და ასაკიდან გამომდინარე უმთავრესი საზრუნავიც არის საკუთარი თავის სტატუსის ამაღლება. მისია იმ შემთხვევაში თუ მე მომეცა საშუალება და გავაგრძელე სწავლა ავსტრიაში თქვენი პროექტის მეშვეობით, გარდა იმისა რომ, რომ ეს დადებითად აისახება პიროვნულ ზრდაზე, ეს ასევე ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ განვითარებას. ჩემი პროფესიული ზრდა კი საშულებას მომცემს მივაღწიო იმ მიზნებს, რაც უნივერსიტეტში ჩაბარებისას დავისახე. იმის მიუხედავად, მე ვიქნები თუ არა მათ რიცხვში, ვინც მოახერხებენ ამ პროექტის მეშვეობით ვენაში სწავლას, მე მგონია რომ ხშირი უნდა იყოს მსგავსი ღონისძიებები, რადგან ჩემს ქვეყანაში ეს მიმართულება ჯერ კიდევ განსავითარებელია, რაც გამოწვეულია ახლანდელი ახალგაზრდების ნაკლები ინტერესით ფსიქოლოგიის მიმართ და საზღვარგარეთ მიგებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება იმაში, რომ ხელი შევუწყო ჩემს ქვეყანაში ფსიქოლოგიის პერსპექტივის ამარლებას, რათა გახდეს უფრო მოთხოვნადი მიმართულება.მადლობა, რომ დრო გამონახეთ ჩემი წერილის წასაკითხად და იმედი მაქვს გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა.

მირანდა ქავთარაძე

ხმების რაოდენობა: 215

მოგესალმებით!ძალიან გამიხარდა, როდესაც შევიტყვე ვენის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის შესახებ „შენი ევროპის გზის“ საიტის მეშვეობით. ამ სამოტივაციო წერილით მინდა გამოვხატო ჩემი დაინტერესება აღნიშნული პროგრამისადმი. ეს პროგრამა მნიშვნელოვანია ჩემი შემდგომი კარიერული განვითარებისთვის.როგორც ყველა მოტივირებული სტუდენტი, საკმაოდ აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო თუ საუნივერსიტეტო კონფერენციებში, საჯარო ღონისძიებებში. ამ საქმემ გარდა ცოდნისა, შემძინა გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირების უნარები, მომცა საშუალება ვიყო უფრო თავდაჯერებული და მიზანდასახული. პირველივე კურსიდან ვარ სტიპენდიანტი, შესაბამისად, ვცდილობ მაქსიმალურად გამოვავლინო საკუთარი შესაძლებლობები.გარდა ამისა, ვმორიგეობ თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში და ყოველდღიურად მიწევს ურთიერთობა მედ. პერსონალთან და პაციენტებთან. ეს გარემო მზრდის, როგორც პიროვნებას, როგორც მომავალ ექიმს, მასწავლის ადამიანებთან ურთიერთობას და მივითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვგეგმავ ცოდნის გაღრმავებას საზღვარგარეთ, უცხოური პრაქტიკის მიღებას. ჩემი მთავარი მიზანია პაციენტზე მორგებული მკურნალობის მეთოდების დანერგვა, რომელიც ჩემგან დიდ პრაქტიკას მოითხოვს. მომავალში მინდა ცვლილებები განვახორციელო ჯანდაცვის სფეროში, რაც უფრო მეტ შედეგზე იქნება ორიენტირებული. მაგალითად მტკიცებითი მედიცინის პრინციპების აქტიური დანერგვა ქართულ მედიცინაში, რაც აუცილებლად შეამცირებს სამედიცინო შეცდომათა რიცხვს.ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის განსახორციელებლად მჭირდება განათლება და პრაქტიკა განვითარებული ქვეყნებიდან. ისეთი ჯანდაცვის სტრუქტურის, ტექნოლოგიებისა და სწავლების სისტემის მქონე ქვეყანა როგორიცაა ავსტრია, ნამდვილად დიდ ნაბიჯს გადამადგმევინებს ჩემი მიზნების მიღწევაში. ძალიან მოხარული ვიქნები თუ მოვხვდები საუკეთესო სტუდენტთა შორის და მოვიპოვებ თქვენს მხარდაჭერას ჩემთვის და ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეში.

ნინო ზირაქაშვილი

ხმების რაოდენობა: 142


მინდა გამოვხატო ჩემი დაინტერესება თქვენი კონკურსის მიმართ და დიდი სურვილი მაქვს მივიღო მასში მომაწლეობა. მე ვარ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ამჟამად ვსწავლობ დიზაინის მაგისტრატურაზე, ტექსტილის მიმართულებთ. ვარ დამამთავრებელ სემესტრზე. დავამთავრე ა.შერვაშიძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი და თ.ს.ს.ა დიზაინის ბაკალავრი. კოლეჯის წარმატებით დამთავრების შემდეგ, სადაც ვსწავლობდი მოდის დიზაინს, გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა სამხატვრო აკადემიაში, კერძოდ ტექსტილის მიმართულებით. მე შევძელი მომეპოვებინა სრული შიდა დაფინანსება ბაკალავრიატზე. ამ ხნის განმავლობაში წარმატებულად ვართმევდი თავს სასწავლო პროგრამებს და ვიყავი სტიპენდიანტი სტუდენტი. ასევე, მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა გამოფენებსა და ღონისძიებებში. ვიყავი გამორჩეული სტუდენტი და აკადმემიის დეკანის რჩევით გავაგრძელე სწავლა თ.ს.ს.ა მაგისტრატურაზე, ტექსტილის მიმართულებით. აქაც განავაგრძობ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას, სწავლის პარალელურად მონაწილეობას ვიღებ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალში Fest i nova 2016 ში. სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა არ მაძლევს ისეთ ბაზისს, რომლის შემდეგაც შევძლებ დამოუკიდებლად გავაგრძელო თვითგანვითარება. ამიტომ, გადავწყვიტე ევროპაში სწავლის გაგრძელება, ვემზადები გერმანულ ენაში და ვაგზავნი სამოტივაცო წერილებს, გერმანიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მივიღე ბევრი წერილები, მაგრამ ვერ ვახერხებ მათ სათანადოდ გამოყენებას და შემდეგი დიალოგის გაგრძელებას. ვფიქრობ, ეს ჩემი გამოუცდელობის და არასწორი მიმართულების ბრალია. თქვენი კონკურსის შესახებ მეგობრისგან გავიგე და ძალინ მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო ჩემი სამომავლო გეგმების განსახორციელებლად. ჩემი მიზანია, სახვითი ან დიზაინის მიმართულებით გავაგრძელო სწავლა მაგისტრატურის, ან მის შემგომი უფრო მაღალი საფეხურით (მაგ:კვლევა). დარწმუნებული ვარ ავსტრიაში მიღებული განათლება მნიშვნელოვნად შეცვლის ჩემს სამომავლო ხედვებს და შესაძლებლობებს. ეს დამეხმარება საინტერესო და სასარგებლო საგანმანათლებლო პროექტ