გესაჭიროებათ უფასო კონსულტაცია ?
შეავსეთ ფორმულარი
100% ჩარიცხვის ჩარიცხვის გარანტია

ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი


მდებარეობა: ვენა, ავსტრია
დაარსების წელი: 1815
ტიპი: სახელმწიფო უნივერსიტეტი
სტუდენტების რაოდენობა: დაახლოებით 29 000 (19 % უცხოელი).
ენა: გერმანული
სწავლის დაწყების თარიღი: ოქტომბერი, მარტი
ფასი: € 381 სემესტრში
საიტი: http://www.tuwien.ac.at

Technische Universitat Wien (TU Wien) - მდებარეობს ავსტრიის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ის ვენის კულტურის ნაწილს წარმოადგენს, აქ მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ყველ აპირობა, რომელიც საჭიროა სტუდენტის ნაყოფიერი მუშაობისთვის, ინფრასტრუქტურის დონით ის ევროპის ბევრ საერთაშორისო დონის უნივერსიტეტს უსწრებს, მას აქვს საკუთარი კვლევითი ცენტრი რომლის შემადგენლობაშიც შედის; მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკით და უნივერსიტეტის სამეცნიერო არქივით.
უნივერსიტეტი ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით, მათშორის აღსანიშნავნი არიან ისეთი გამოჩენილი მეცნიერები როგორებიცაა, ინჟინერი ვიქტორ კაპლანი, არქიტექტორი, ოტტო ვაგნერი, ფიზიოსები ალექსანდრ მაისნერი და კრისტიან დოპლერი, ნობელის პრემიის ლაურიატი რიჩარდ ზიგმუნდი და სხვა.
ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სტენფორდის, მიუხენის და მასაჩუსეტსის ტექნიკურ უნივერსიტეტებთან.
აბიტურიენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან ვენის ტექნიკური უნივერსიტეტს ირჩევენ არამარტო იმიტომ რომ აქ სწავლა თითქმის უფასოა არამედ იმიტომ რომ აქ სწავლის ხარისხი საკმაოდ მაღალია. სასწავლო პროგრამა მაქსიმალურად არის მორგებული სტუდენტის შესაძლებლობებთან და ხელს უწყობს მას ინფორმაციის სრულად ათვისებაში, პედაგოგები მუდმივად აწვდიან სტუდენტებს ინფორმაციას უახლესი მიღწევების შესახებ ისეთ დარგებში როგორიცაა მანქანათმშენებლობა, არქიტექტურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ქიმია, ფიზიკა, ინჟინერია და სხვა, სტუდენტს საშუალება აქვს ძირითადი სპეციალობის გარდა დარეგისტრირდეს და შეისწავლოს დამატებითი საგნები საკუთარი სურვილისამებრ.
აღსანიშნავია რომ უნივერსიტეტი რეგულარულად ატარებს შიდა კონკურსებს, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ წარადგინონ საკუთარი ნაშრომები, გამარჯვებულები კი საერთაშორისო პროექებში იღებენ მონაწილეობას რაც პერსპექტიულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მაქსიმალურად მოახდინონ.

ბაკალავრი


1. არქიტექტურა
2. სამშენებლო(სამოქალაქო) ინჟინერია და ინფრასტრუქტურის მართვა.
3. ელექტრო და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
4. მედია ინფორმატიკა და გრაფიკის ხელოვნება.
5. სამედიცინო ინფორმატიკა.
6. პროგრამული უზრუნველყოფა და ინფორმაციული ინჟინერია.
7. ტექნიკური ინფორმატიკა.
8. სამანქანო ინჟინერია.
9. სივრცითი და რეგიონალური დაგეგმარება.
10. ტექნიკური ქიმია.
11. ტექნიკური მათემატიკა.
12. სტატისტიკა და ეკონომიკური მათემატიკა.
13. ფინანსები და სადაზღვეო მათემატიკა.
14. გეომეტრია.
15. ტექნიკური ფიზიკა.
16. სამრეწველო წარმოება (ქიმიური პროდუქტების გადამუშავება).
17. გეოდეზია და გეოინფორმატიკა.
18. ეკონომიური ინფორმატიკა.
19. ბიზნეს ინჟინერია და მექანიკური (მანქანათსამშენებლო) ინჟინერია.

მაგისტრი



1. არქიტექტურა.
2. სამშენებლო ინჟინერია.
3. ინფრასტრუქტურის მართვა.
4. ბიოსამედიცინო ინჟინერია.
5. ენერგია და ავტომატიზაციის ტექნიკა.
6. ტელეკომუნიკაციები.
7. მიკროელექტრონიკა და ფოტონიკა.
8. კომპიუტერული ტექნოლოგიები.
9. კომპიუტერული ინტელექტი.
10. კომპიუტერული ვიზუალიზაცია.
11. მედია ინფორმატიკა.
12. სამედიცინო ინფორმატიკა.
13. საინჟინრო და ინტერნეტ ტექნოლოგიები.
14. ტექნიკური ინფორმატიკა.
15. ინფორმაციული დიდაქტიკა.
16. მანქანათმშენებლობა.
17. სივრცითი დაგეგმარება.
18. ტექნიკური ქიმია.
19. ქიმიური ტექნოლოგიები.
20. ტექნიკური მათემატიკა.
21. ეკონომიკური მათემატიკა და სტატისტიკა.
22. ფინანსები და აქტუალური მათემატიკა.
23. ფიზიკური ენერგეტიკა და გაზომვითი ტექნოლოგიები.
24. ტექნიკურო ფიზიკა.
25. ქიმიური და საინჟინრო პროცესები.
26. გეოდეზია და გეომატიკური ინჟინერია.
27. კარტოგრაფია.
28. ბიზნეს ინფორმატიკა.
29. მექანიკური ინჟინერია და მენეჯმენტი.




მაგისტრატურა ინგლისურად



1. Masterstudium Building Science and Technology
2. Masterstudium DDP Computational Logic (Erasmus-Mundus)
3. Master programme Business Informatics

დოქტორანტურა


1. Doctoral Programme in Social and Economic Sciences
2. Doctoral Programme in Technical Sciences
3. Doctoral Programme in Natural Sciences