გესაჭიროებათ უფასო კონსულტაცია ?
შეავსეთ ფორმულარი
100% ჩარიცხვის ჩარიცხვის გარანტია

კერძო უნივერსიტეტი მოდული


მდებარეობა: ვენა, ავსტრია
დაარსების წელი: 2007 წ
ტიპი: კერძიო უნივერსიტეტი
სტუდენტების რაოდენობა: 350
ენა: გერმანული
სწავლის დაწყების თარიღი: მარტი, ოქტომბერი
ფასი:
საიტი: www.modul.ac.at
კერძო უნივერსიტეტი მოდული (MODUL University Vienna)

მოდულს მრავალწლიან გამოცდილება აქვს ტურიზმის მენეჯმენტში . ის ბრწყინვალე
განათლების მიღების საშუალებას აძლევს მსურველებს ამ სფეროში
მოდული წარმოადგენს ვენის საერთაშორისო კერძო უნივერსიტეტს, მას გააჩნია შემდეგი სასწავლო პროგრამები:

1. საერთაშორისო ეკონომიკა და მენეჯმენტი
2. თანამედროვე მედია ტექნოლოგიები
3. საჯარო ადმინისტრირება
4. მდგრადი განვითარება
5. ტურიზმის მართვა

მკაცრი სააკრედიტაციო სტანდარტების გამო სასწავლო პროგრამა მიმდინარეიბს ინგლისურ ენაზე.
უნივერსიტეტი მდებარეობს kahlenberg 19-ში საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ავსტრიის დედაქალაქზე და ასევე ადვილად ხელმისაწვდომია ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

უნივერსიტეტი მოდული ორიენტირებულია ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებაზე,რომელიც შემუშავებულ იქნა „ტურიზმის მომავლის“ ინიციატივის მიხედვით.(TEFI არის საერთაშორისო კონსორციუმი, რომელსაც ასევე ტურიზმის სექტორის უნივერსიტეტები შეუერთდა)
ეს უტყუარი ღირებულებები რომელზეც კერძო უნივერსიტეტია ორიენტირებული არის :
• პასუხისმგებლობა: საზოგადოების ეფექტიანი მომსახურება, მდგრადობა.
• ცოდნა: კრიტიკული აზროვნება, ინოვაციურობა, შემოქმედებითობა,
• პროფესიონალიზმი: ხელმძღვანელობა, კონცეფცია, შესაბამისობა, დროულობა, გუნდურობა, დამოუკიდებლობა
• ეთიკა: პატიოსნება, გამჭვირვალობა, ნამდვილობა
• ორმხრივობა: მრავალფეროვნება, თანასწორობა, თავმდაბლობა, თანამშრომლობა.