გესაჭიროებათ უფასო კონსულტაცია ?
შეავსეთ ფორმულარი
100% ჩარიცხვის ჩარიცხვის გარანტია

ვენის ეკონომიკური უნივერსიტეტი


მდებარეობა: ვენა, ავსტრია
დაარსების წელი: 1898 წ
ტიპი: სახელმწიფო უნივერსიტეტი
სტუდენტების რაოდენობა: 24 000
ენა: გერმანული
სწავლის დაწყების თარიღი: მარტი, ოქტომბერი
ფასი: € 381-744 სემესტრში
საიტი: http://www.wu.ac.at

ეკონომიკური უნივერსიტეტი-(ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დაარსდა 1898 წელს, რომლის მიზანი იყო გაეუმჯობესებინა ეკონომოურო მდგომარეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, იგი 40 ქვეყნის მაშტაბით 144 საუკეთესო აკრედიტებულ ეკონომიურ უნივერსიტეტებსა და ბიზნეს სკოლებს შორის პირველ ადგილზეა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკური უნივერსიტეტი ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების სფეროში მის ხელთ არსებული უდიდესი კვლევითი ბაზების საშუალებით ინარჩუნებს ნდობის მაღალ ხარისხს და აქ სწავლა ერთგვარი პრესტიჟია საგანმანათლებლო სფეროში. ამ უნივერსიტეტში აღიზარდა ელიტის უდიდესი ნაწილი ევროპის სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე უამრავი ნობელის პრემიის ლაურიატი ეკონომიკის დარგში, ასევე ვენის ეკონომიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია ავსტრიის პრეზიდენტმა Tomas Klestil.


ეკონომიური უნივერსიტეტი თანამშრომლობს საერთაშორისო სტუდენტურ გაცვლით პროგრამებთან, რაც იძლევა საშუალებას მინიმუმ ერთი სემესტრი სტუდენტმა ისწავლოს სხვა ევროპულ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
ეკონომიური უნივერსიტეტის სტუდენტთა 23%-ს უცხოელები შეადგენენ. აქ ყოველწლიურად 1000-ზე მეტი სტუდენტი ჩამოდის გაცვლითი პროგრამებით. უნივერსიტეტში დასაქმებილი 700-ზე მეტი მაღალკვალიფიცირებული მეცნიერი.
ვენის ეკონომიურ უნივერსიტეტს 2007 წელის თებერვალში EFMD (European Foundation for Management Development) მიერ გადაეცა EQUIS (European Quality Improvement System) პრესტიჟული ბეჭედი.
ვენის ეკონომიური უნივერსიტეტი პარტნიორობს მსოფლიოს 200-ზე მეტ საერთაშორისო ეკონომიურ უნივერსიტეტებთან.
ამ უნივერსიტეტის პარტნიორების ჩამონათვალში შედის ისეთი უნივერსიტეტიები, როგორებიცაა მიჩიგანის, ემორის და იტალიის ბოკინის-ის უნივერსიტეტები, ასევე კოპენჰაგენისა და პარიზის ბიზნეს სკოლები, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ბიზნეს სკოლები
ვენის ეკონომიური უნივერსიტეტი-წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე უნივერსიტეტს საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც გამოირჩევა ყველაზე თანამედროვე სწავლის მეთოდებოთ, ძლიერი აკადემიურო პერსონალით და მრავალი საერთაშორისო პროგრამით.

ბაკალავრი


1. ბიზნესის მართვა.
2. საერთაშორისო ბიზნეს მართვა.
3. ეკონომიკა.
4. სოციალ-ეკონომიკა.
5. ეკონომიკური ინფორმატიკა.
6. ბიზნეს სამართალი.

მაგისტრატურა


1. ექსპორტი და საერთაშორისო(ინტერნაციონალური) მენეჯმენტი.
2. ფინანსები და ბუღალტერია.
3. მენეჯმენტი.
4. სოციალ-ეკონომიური.
5. გადასახადები და აღიცხვა.
6. ეკონომოკა.
7. ბიზნეს სამართალი.
8. ბიზნეს განათლება.


მაგისტრატურა ინგლისურად



1. Informations Systems
2. International Management/CEMS
3. Marketing
4. Quantitative Finance
5. Socio-Ecological Economics and Policy
6. Strategy, Innovation and Management Control
Supply Chain Management

დოქტორანტურა


1. Doktorat der Sozial- und Wirtschaftswissenschaften
2. Doktorat Wirtschaftsrecht